ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საკვები დანამატები 2023–ის 1–ლი ივნისიდან ახალი რეგლამენტით დარეგულირდება
11 ივლისი, 2022, 18:11
საკვები დანამატები 2023–ის 1–ლი ივნისიდან ახალი რეგლამენტით დარეგულირდება

თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობამ დადგენილების პროექტი  „ტექნიკური რეგლამენტი - სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებდაამტკიცა, რომელიც ევროკავშირთან საკანონმდებლო  დაახლოების ფარგლებში მომზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა ვიტამინების და მინერალების ჩამონათვალი  და ასევე მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია  სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში

დადგენილება არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათოდანამატებში  ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ მაქსიმალურ რაოდენობას სადღეღამისო მოხმარების პორციაში და უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია   სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი ასევე განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა  და მისი ეტიკეტირების წესს, აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაუშვებელია ბაზარზე განთავსდეს  სურსათის (სასურსათო) დანამატი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს

ბიზნესოპერატორი, რომელიც განათავსებს  ბაზარზე სურსათის (სასურსათო) დანამატს, ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამის შესახებ  სურსათის ეროვნულ სააგენტოს  და წარუდგინოს სურსათის ეტიკეტის ნიმუში.

პროექტი ამოქმედდება 2023 წლის პირველი ივნისიდან, რაც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს სათანადოდ მოემზადონ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის. ასევე, სურსათი, რომელიც განთავსებული იქნება ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,  ბაზარზე განთავსებული იქნება  „გამოყენებამდე ვადის“ გასვლამდე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები