| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსი ექსპორტიორები ბულგარეთს გათხევადებულ ბუნებრივ გაზს (LPG) საქართველოდან, ფოთის პორტიდან ივლისში მიაწვდიან. ამის შესახებ სააგენტო REUTERS ანალიტიკურ კომპანიაზე Refinitiv Eikon დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ტრადიციული
საექსპორტო მარშრუტები კვლავ დაკეტილია და მიმწოდებლები იძულებული არიან ახალი მიმართულებები
ეძებონ. რუსეთმა უკრაინაში გათხევადებული გაზის მიწოდება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც
უკრაინას დაესხა თავს. ამ დროიდან რუსეთმა რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაშიც შეწყვიტა
LPG–ის სარკინიგზო გადაზიდვები უკრაინის გავლით.
Refinitiv Eikon–ის მონაცემებით,
მიმდინარე თვეში სურგუტიდან ფოთის პორტამდე რკინიგზით დაახლოებით 3 000 ტ გათხევადებული
გაზი გადაიტვირთება, რომელიც ზღვით ბულგარეთს მიეწოდება. სააგენტო აზუსტებს, რომ
LPG–ს ბულგარეთს გაზპრომი და სურგუტნეფტეგაზი აწვდიან.
სურგუტიდან ამ ტვირთის
მიწოდება ბულგარეთისთვის დაახლოებით 50%–ით უფრო ძვირია, ვიდრე ევროკავშირისთვის უკრაინის
გავლით მდებარე მარშრუტი. ტრეიდერების შეფასებით, სურგუტი–ფოთის სარკინიგზო ტრანზიტი
ტონაზე დაახლოებით $260–280 ჯდება, ხოლო საბორნე გადაზიდვა ფოთიდან ვარნაში –
$130–150 ტონაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss