| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაზარი სებ-ის და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ბანკების ზედამხედველი სავალუტო სესხის შეწონვის და წრფივი რეგულაციის კოეფიციენტებს შეცვლის თუ მთავრობა სავალუტო დაკრედიტების ₾200 000 ზღვარს აწევს.
კრიზისის
მიუხედავად ლარიზაცია პრიორიტეტად რჩება. კურსიდან მცირედი გადახვევაც არ განიხილება.
თუ პანდემიის
კრიზისის გათვალისწინებით, წინა
პრემიერის რეკომენდაციით, სებ-მა
კერძო სექტორის მოთხოვნა გაითვალისწინა და
30%-მდე გაზრდილი სარეზერვო მოთხოვნა
25%-მდე შეამცირა, ახლა მხოლოდ გამკაცრებას განიხილავს.
ბანკების
ასოციაციის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციულ ბანკებს უცხოურ ვაკლუტაში მოზიდულ სახრებზე სავალდებულო
ნორმას 40%-მდე არ გაუზრდის. ძნელაძე
შიშობს, რომ ეს შესაძლოა არასაჭირო წნეხი
გახდეს საფინანსო ინსტიტუტებისთვის ( ამის შესახებს ბიზნესპარტნიორშის განაცხადა)
მისივე თქმით,
სავალუტო დაკრედიტება , განაკვეთების
გაზრდის გამო ისედაც ითოკება და მითუმეტეს ახლა
სებ-მა გამკაცრების ნაბიჯი არ უნდა გადადგას. ამასთან
ინფლაციაზე წნეხი , მიწოდების
მხრიდანაა, გაწყვეტილი ლოჯისტიკური ჯაჭვების გამო და არა მოთხოვნის მხრიდან.
სებ-ის
პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადასახედიდან კი წნეხი უკვე მოთხოვნის მხარესაც
გადავიდა.
სებ-ის
სტატისტიკით, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ
სახსრებზე რეზერვები შემცირებული.
1
ივლისისთვის სავალდებულო რეზერვები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს (01.01.2022 – ₾ 5.1 მლრდ).
რეზერვების
კლება, წრფივი რეგულაციის შედეგია (დეპოზიტების
დედოლარიზაცი სარეზერვო მოთხოვნა შემცირებული იმ ბანკისთვის, რომლის დეპოზიტების
დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-მდეა. და 25%-ია >70%-ის შემთხვევაში. არ არის
გამორიცხული სებ-მა ამ ნაწილში გაამკაცროს, 40/70% ზღვარი დაწიოს.
ძნელაძის მოლოდინით, ლარიზაციის ინტრუმენტები არა თუ შემსუბუქდება, უფრო გაფართოვდება კიდეც.
მიკრობანკს
კი ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობა
არც ზღვრული მოცულობით მიეცემა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss