| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია შესაძლოა რუსეთში პარალელური იმპორტის სახით პროდუქციის შესატანად გამოიყენონ.
„მას შემდეგ, რაც ქვეყნების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ
დაუწესა რუსეთს სანქციები, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტერიტორია შეიძლება
გამოვიყენოთ პარალელური იმპორტის პროგრამის რეალიზებისთვის. ტრანზიტული შესაძლებლობები
შეიძლება ავამოქმედოთ“, – თქვა ბჟანიამ ოთხშაბათს ბაშკირეთში გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, აფხაზეთს შავ ზღვაში ორი პორტი აქვს.
„ეს განხილვის საკითხია. ჩვენ ორი პორტი გვაქვს, ასევე გასასვლელი სხვა სახელმწიფოებზე.
ეს ერთ–ერთი მიმართულებაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია“, – აღნიშნა სეპარატისტების
ლიდერმა.
ბჟანია დარწმუნებულია, რომ ამით ოკუპირებულ რეგიონს
დამატებითი პრობლემები არ შეექმნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss