ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უკრაინაში ინფლაციური მოლოდინები გაორმაგდა
15 ივლისი, 2022, 12:52
უკრაინაში ინფლაციური მოლოდინები გაორმაგდა

თბილისი (GBC) - უკრაინული საწარმოების ხელმძღვანელები მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების 21,7%–იან ზრდას ელიან. ინფლაციური განწყობები ომში გახვეულ ქვეყანაში ორნახევარჯერ გაუარესდა – პირველ კვარტალში ფასების ზრდას 8,7%–ით ელოდნენ.

ამის შესახებ RBC Ukraine უკრაინის საწარმოების საქმიანი მოლოდინების ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომელიც ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა II კვარტლის პერიოდში მოამზადა.

რესპონდენტების წილი, რომლებიც 20%–ზე მაღალ ინფლაციას ელიან მომდევნო 12 თვეში, გამოკითხულთა 58,2%–ს შეადგენს.

სამომხმარებლო ფასების ზრდის მთავარ ფაქტორად საომარ მოქმედებებს გამოკითხულთა 93,2% ასახელებს. ფასების ზრდაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს საწარმოო ხარჯები და გაცვლითი კურსი (58,8% და 58,6% შესაბამისად). ფასების ზრდაზე ყველაზე ნაკლებად ბიუჯეტის სოციალური ხარჯები აისახება (4,9%).

აღნიშნული გამოკითხვა უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მაისში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 592–მა საწარმომ მიიღო ქვეყნის 21 რეგიონიდან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები