| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პარასკევს პარლამენტში გაიმართა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის ანგარიში, 2022 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები წარადგინა. სხდომაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სექტორის გამოწვევებსაც.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფინანსო–საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ,
რომელიც ამავდროულად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო
საბჭოს თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ 31 მაისის
მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები
1,126 მლრდ ლარია, რაც 8%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით
და 319,1 მლნ ლარს შეადგენს.
„2022 წლის 5 თვის განმავლობაში
ფინანსურმა მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 399,5 მლნ ლარი, რაც 10%–ით მეტია წინა წლის
ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით გაზრდილია
ანაზღაურებული ზარალები და შეადგენს 186 მილიონ ლარს. კომპანიების
სადაზღვევო მოგება 77 მილიონ 300 ათასი ლარია, ზრდა 14%–ია.
ხოლო წმინდა მოგება 9 მილიონ 400 ათასი
ლარია", -
განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და მოგების შემცირების მიზეზებიც განმარტა.
მისი თქმით, წმინდა
მოგების შემცირება სადაზღვევო მოგების ზრდის ფონზე გამოწვეულია ადმინისტრაციული ხარჯების
ზრდით.
შეხვედრას ესწრებოდნენ
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი
დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა
მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით
ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss