| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა
და ევროკომისიამ ენერგეტიკის დარგში ურთიერთგაგებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის
მემორანდუმს ორშაბათს, ბაქოში ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის
ფარგლებში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს ხელი.
ამის შესახებ ფონ დერ
ლაიენმა და ალიევმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე
განაცხადეს.
„დღევანდელი მემორანდუმი
– მომავლის საგზაო რუკაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეს–კონფერენციაზე.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის
მიერ ინიციირებული და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ენერგეტიკული პროექტები მთლიანად
ცვლიან ევროპის ენერგეტიკულ რუკას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანული
გაზის იმპორტს გააორმაგებს.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი
განახლებადი ენერგიის წყაროების უზარმაზარ პოტენციალს ფლობს.
საქართველოს ევროკავშირი–აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობაში
ორშაბათს ბაქოში ვიზიტით
მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე აზერბაიჯანთან თანამშრომლობის
მნიშვნელობაზე წერს, რომელიც ევროკავშირის ენერგორესურსებით მომარაგების დივერსიფიცირებას
გულისხმობს.
ევროკავშირისთვის კასპიის
გაზის მიწოდების 30 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდის პერსპექტივა როგორ აისახება საქართველოს,
როგორც სატრანზიტო ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ზოგადად ეკონომიკაზე, ამ საკითხებზე
GBC პროცესებთან დაახლოებულ წყაროს ესაუბრა. მისი თქმით, გაზის სამხრეთის დერეფანი
მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და იგი წელიწადში 30 მლრდ კბ/მ ცისფერ საწვავს ატარებს.
მოცემული ინფრასტრუქტურით შეუძლებელია მოცულობის
გაზრდა. წყარო ვარაუდობს, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა სამომავლოდ სატრანზიტო ინფრასტრუქტურის
მოწყობა იქნება.
მისივე თქმით, არსებული
30 მლრდ კბ/მ-დან 40%-ს თურქეთი ყიდულობს. საქართველო ამ ტრანზიტის 2 წერტილისგან იღებს
გაზს. გარდა მიღებული 500 მლნ კბ/მ–სა, საქართველოს გატარებული გაზის 5 პროცენტიც ეკუთვნის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss