ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის შემდეგ ვიზიტის თურქმენეთში აგრძელებს
19 ივლისი, 2022, 15:27
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის შემდეგ ვიზიტის თურქმენეთში აგრძელებს

თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთში ვიზიტის შემდეგ თურქმენეთში გაემგზავრა.

 

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს  თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.

 

მანამდე, სამშაბათს, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სავაჭრო ურთიერთობების მზარდი დინამიკა აღნიშნეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულია.

 

"ნაყოფიერი საუბარი მქონდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების ფართო სპექტრი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია",- წერს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ტვიტერზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები