ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სოფლის მეურნეობის ლაბორატორია პროდუქტს ანტიბიოტიკებზეც შეამოწმებს
19 ივლისი, 2022, 16:28
სოფლის მეურნეობის ლაბორატორია პროდუქტს ანტიბიოტიკებზეც შეამოწმებს

თბილისი (GBC) - სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში, ისეთ სასურსათო პროდუქტებში, როგორიცაა თაფლი, რძე, ხორცი და თევზი, უკვე შესაძლებელია ანტიბიოტიკების კვლევების ჩატარება. კვლევები მიმდინარეობს როგორც სწრაფი, ასევე, რეფერენს (დამადასტურებელი) მეთოდებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია რძეში, ხორცსა და თევზში ანტიბიოტიკების კვლევებზე.

აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებით დაბინძურებული სურსათი საფრთხეს უქმნის ადამიანს ჯანმრთელობას. ანტიბიოტიკების შემცველი საკვები პროდუქტების პერმანენტული მიღების დროს, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის არაეფექტიანობა საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო შედეგები, აღნიშნავენ უწყებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები