| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ივნისში ევროკავშირთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $315.1 მლნ შეადგინა (+20.7% Y.Y). ამ პერიოდში ევროკავშირის წილი მთლიან საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 21.7%-ია.
ევროკავშირში საქონლის ექსპორტმა $80.9 მლნ (+17.2% Y.Y), ხოლო იმპორტმა $234.2 მლნ (+22.2% Y.Y) შეადგინა. შესაბამისად,
ევროკავშირთან ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ ივნისში $153,3 მლნ შეადგინა.
ტოპ 3 ექსპორტ/იმპორტირებული
პროდუქტი და ამ პროდუქტების ტოპ პარტნიორი ქვეყნები ასეთია:
ექსპორტი:
1. სპილენძის მადნები
და კონცენტრატები - $47.8 მლნ–ის 20.3 ათასი ტონა. (ტოპ პარტნიორი ბულგარეთი);
2. თხილი და სხვა კაკალი
- $3.6
მლნ-ის 749 ტ. (ტოპ პარტნიორი გერმანია);
3. ღვინო - $3.5მლნ-ის 1.2 ათასი ტ. (ტოპ პარტნიორი პოლონეთი).
(ამ სამი პროდუქტის
ჯამური წილი,ევროკავშირთან მთლიანი ექსპორტის 68%-ს შეადგენს).
იმპორტი:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები
- $36.8
მლნ-ის 28.9 ათასი ტ. (ტოპ პარტნიორი რუმინეთი);
2. სამკურნალო საშუალებები
- $19.5
მლნ-ის 341 ტ.
(ტოპ პარტნიორი საფრანგეთი);
3. მსუბუქი ავტომობილები
- $18.1
მლნ-ის 1478 ერთეული (ტოპ პარტნიორი გერმანია).
(ამ სამი პროდუქტის
ჯამური წილი ევროკავშირთან მთლიანი იმპორტის 31.8%-ია).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss