ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტრანზიტი და ეკონომიკური თანამშრომლობა – ღარიბაშვილისა და ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის თემები
20 ივლისი, 2022, 12:03
ტრანზიტი და ეკონომიკური თანამშრომლობა – ღარიბაშვილისა და ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის თემები

თბილისი (GBC) – საქართველო- თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას.

საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება.

საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა: "ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად".

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები