| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2022
წლის პირველ კვარტალში აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 173 000 შეადგინა,
რაც 2019 წლის პირველი კვარტლის 69%-ია. აღსანიშნავია, რომ იგივე მაჩვენებელი თბილისისთვის
46%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ აჭარაში ტურიზმი უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება
2019 წლის მაჩვენებლებს, ვიდრე თბილისში. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022
წლის იანვარ-ივნისში ბათუმის აეროპორტით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ
9%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტების თითქმის ნახევარი,
48% ისრაელელებზე მოდის. აღდგენაზე მიუთითებს ტურიზმის სექტორის სხვა ისეთი ინდიკატორებიც,
როგორებიცაა დატვირთულობა და საშუალო დღიური ფასი ბრენდულ სასტუმროებში. 2022 წლის
ივნისში დატვირთულობამ 72% შეადგინა, რაც 10 პპ-ით ჩამოუვარდება 2019 წლის დატვირთულობას.
ამავე პერიოდის საშუალო დღიური ფასი კი $130-ია - 2019 წლის იმავე პერიოდის ფასზე
27%-ით მეტი.
„2022
წელს საშუალო დატვირთულობა სასტუმროებში 65%-ს მიაღწევს, ხოლო ზაფხულის სეზონზე
80%-ს ფარგლებში იქნება. მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი, ბრენდულ სასტუმროებში, ზაფხულის
პერიოდში 130-140 აშშ დოლარია, ხოლო 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი $95 მიაღწევს“,
- განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss