ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა
21 ივლისი, 2022, 11:11
ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა

თბილისი (GBC) - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტს კრძალავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ახალი პაკეტი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა და ძალაში 21 ივლისიდან შედის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდება.

სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს და დაწესებულებას აქტივებს გაუყინავენ. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ყველას აეკრძალება, ვინც სანქცირებულთა სიაშია მოხვედრილი.

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის უმსხვილესი ბანკის – სბერბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან SWIFT გარიცხეს.

ამასთან, ცალკე ეთმობა ყურადღება იმის უზრუნველყოფას, რომ დაწესებული სანქციები მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არ დაემუქროს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები