| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავამ თქვა, რომ მიმდინარე წელს ციტრუსების
კარგ მოსავალს ელოდებიან, თუმცა უფრო ზუსტ პროგნოზს აგვისტოს მიწურულს გააკეთებენ.
„როგორც წესი, ციტრუსების მოსავლის პროგნოზი აგვისტოს
ბოლოში კეთდება, მაგრამ თუ გასული წლების მონაცემებს გადავხედავთ, წლევანდელ სეზონზე
45–60 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლების პრაქტიკის
გამოცდილებით, 35–40 ათას ტონას შეადგენს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აჭარიდან ციტრუსის ძირითადი საექსპორტო მიმართულებებია
სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი. ასევე ევროკავშირი, მათ შორის ბალტიის ქვეყნები.
გასულ წელს აჭარაში 38 268 ტ ციტრუსის მოსავალი მიიღეს. საანგარიშო პერიოდში მანდარინი ექსპორტზე გავიდა ყაზახეთში, ესტონეთში, ყირგიზეთში, სლოვენიაში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss