ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწების აზომვა თანამედროვე დრონებით მოხდება
გიგა თვაური
21 ივლისი, 2022, 13:22
საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწების აზომვა თანამედროვე დრონებით მოხდება

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. სააგენტოს პროგნოზით, ამ მიწების სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

აღნიშნული რეფორმის პრეზენტაცია კახეთში ჩატარდა. ღონისძიებას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1.2 მლნ ჰა მიწის ფართობი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან.

„ეს ინიციატივა კი მოიცავს ქვეყნის  59 მუნიციპალიტეტის 4000-ზე მეტი დასახლების მიწების უფასო რეგისტრაციას“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მიწის რეგისტრაციისთვის სააგენტომ უახლესი ტექნიკა და ავტომობილები შეიძინა. მიწის ზუსტი აზომვა კი უახლესი დრონებით განხორციელდება.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწაზე საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ გერლიანი სახელმწიფო აქტივებს წლებია იკვლევს. ეკონომისტის აზრით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს ნება და რესურსის დახარჯვა ცალსახად დადებითია. თუმცა იგი დანარჩენი ქონების განკერძოების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს: ,,საქართველოში არსებული ქონების 70% სახელმწიფოს საკუთრებაა. ამ საკუთრებაში არა მხოლოდ მიწა, არამედ ტყე, ტბები,  მდინარეები, სასარგებლო წიაღისეული, სახელმწიფო კომპანიები და სხვა რესურსებიც არის. საჭიროა ამ ყველაფრის უფასო განკერძოება და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა’’.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები