ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.5%-ით გაიზარდა
22 ივლისი, 2022, 11:37
უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.5%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი თბილისში (RPPI) 0.7 %-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9 %-ით  არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება . თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით:



მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინის სეგმენტში, თუმცა 2.4%-ით შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში.

2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2%-ით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5%.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის მეორე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1 კვ/-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:



ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1 კვ/-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით:




საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს თბილისში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები