ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი: Starlink-ი რეგიონში საქართველოდან გაეშვება
22 ივლისი, 2022, 16:48
მინისტრი: Starlink-ი რეგიონში საქართველოდან გაეშვება

თბილისი (GBC) - 2023 წლიდან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა SpaceX-ის ბაზრებთან წვდომის რეგიონალურ დირექტორთან ბენ მაკ უილიამსთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით,  Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.

„ჩვენი ქვეყნის რთული გეოგრაფიიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის ინტერნეტი ხელმისაწვდომი ყველა მხარეში არ არის, თუმცა 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას იწყებს SpaceX-ის პროექტი Starlink-ი, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი ხარისხის სწრაფი ინტერნეტი ყველა მხარეში იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი  ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის ტურიზმის წასახალისებლად. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დარჩება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის ინტერნეტი არ იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კითხით ახალი პროდუქტები.

„ფაქტობრივად, საქართველოში გათანაბრდება შესაძლებლობები ქალაქსა და რთულად მიღწევად ადგილებს შორის. ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა კომპანია SpaceX-თან იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო დადებითად და საქართველო რეგიონში ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელშიც Starlink-ის მაღალი ხარისხის ინტერნეტი ჩაირთვება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები