| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - ორშაბათიდან, 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი
მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა გაიზარდა, რასაც საქართველოს რკინიგზა
სპეციალურ განცხადებაში არაერთი ფაქტორის გავლენით განმარტავს. დღეიდან ფასები ბათუმის
მიმართულებით კი ასეთია:
1. მეორე კლასი - 34 ლარი;
2. პირველი კლასი - 74, 00 ლარი;
3. ბიზნეს კლასი - 124 ლარი.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს
რკინიგზის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, თბილისი– ზუგდიდის, თბილისი–ოზურგეთის და თბილისი–ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით
მგზავრობის ღირებულება.
ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა
და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი
ბავშვი იმგზავრებს უფასოდ
მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.
საქართველოს რკინიგზის განმარტებით, ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ
მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის,
მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში,
არ განხორციელებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა
სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია,
რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატურად. კომპანიის
ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების
მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად
რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით
იაფი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss