ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიომრავალფეროვნების დაცვა და ინფრასტრუქტურის განვითარება – ახალი კანონპროექტი
25 ივლისი, 2022, 11:02
ბიომრავალფეროვნების დაცვა და ინფრასტრუქტურის განვითარება – ახალი კანონპროექტი

თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა ორშაბათს გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.

პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები  ესწრებოდნენ.

„ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე კერძო სექტორს. მნიშვნელოვანია, განხილვის პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობა, რათა პარლამენტს წარედგინოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება, პრაქტიკაში აღსრულებადი იქნება და არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა ახალი კანონპროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონი სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვის, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, ველური მცენარეებით, სოკოებითა  და გარეული ცხოველებით სარგებლობის საკითხებს არეგულირებს. კანონი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გაიდლაინებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის (CBD) და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას, ასევე, განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის საკითხებს.

კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები