| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირის
ქვეყნებმა გაზის მოხმარების შემცირების საგანგებო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც სამშაბათს,
26 ივლისს უნდა დამტკიცდეს ევროგაერთიანების ენერგეტიკის მინისტრების სამიტზე ბრიუსელში.
ამის შესახებ dpa წერს.
გეგმის მიზანია რისკების
შემცირება, რომლებიც შესაძლოა რუსეთის მიერ გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში
წარმოიქმნას. დიპლომატიური წრეებიდან წყაროები ამბობენ, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი
გეგმა გაზის მოხმარების 15%–ით შემცირებას ითვალისწინებს 1–ლი აგვისტოდან 2023 წლის
31 მარტის პერიოდში.
გარდა ამისა, ნავარაუდევია
განგაშის გამოცხადებაც იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირში გაზის ფართომასშტაბიანი
დეფიციტი წარმოიქმნება.
მანამდე, 25 ივლისს გაზპრომმა Simens-ის კიდევ ერთი ტურბინის გაჩერების შესახებ განაცხადა, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადის პორტოვაიას საკომპრესიო სადგურზეა დამონტაჟებული. გაზპრომმა არგუმენტად გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების აუცილებლობა დაასახელა. ტურბინის გათიშვის გამო 27 ივლისიდან ჩრდილოეთის ნაკადი დღე–ღამეში მხოლოდ 33 მლნ კბ/მ გაზს მიაწვდის ევროპას, რაც მისი სიმძლავრის მხოლოდ 20 პროცენტია.
გაზპრომის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი 9%–ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე $1 850–ს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss