| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – 1–ლი აგვისტოდან რუსულ ზეთზე საექსპორტო
გადასახადი
$127-ით
იზრდება. ივლისში 1 ტონა რუსულ ზეთის საექსპორტო გადასახადი
$148–ს შეადგენდა, ხოლო აგვისტოში ეს თანხა $275 იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ივნისში რუსული ზეთი,
2021 წლის ივნისთან შედარებით, 31%-ით არის გაძვირებული. თუ შარშან 1 ლიტრი რუსული
ზეთი $1.6 ღირდა, წელს $2.1 ღირს.
საქართველოს დისტრიბუტორთა
ასოციაციის თვმჯდომარე ივა ჭყონია GBC-სთან
საუბრისას განმარტავს, რომ ძალიან რთულია ზეთის იმპორტის დივერსიფიცირება. რეგიონში
მწარმოებელი აზერბაიჯანია, რომელიც ქართული ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს.
ევროპაში წარმოებული ზეთი კი ძალიან ძვირია.
„შესაბამისად, რუსები
ამ ტენდეციებს აკვირდებიან და ფასსაც შესაბამისად ზრდიან. საექსპორტო გადასახადის ზრდით ფასების ზრდას ბუნებრივია
უნდა ველოდოთ, თუმცა არა კატასტროფულს. ამის საფუძველს ლარის სიმყარე გვაძლევს“, –
აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ივნისში საქართველოში
სულ $4.2 მლნ-ის 2 მლნ ლიტრი ზეთი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაშ 58.5%-ით მეტია
წინა წლის იმავე პერიოდზე (2021ივნი- $2.7 მლნ-ის 1.6 მლნ ლ).
ტოპ საიმპორტო ბაზრები
კი ასეთია:
1. რუსეთი - $3.1 მლნ-ის
1.5 მლნ ლ.
2. აზერბაიჯანი -
$0.7 მლნ-ის 326 ათასი ლ.
3. ყაზახეთი - $0.05 მლნ-ის
19.4 ათასი ლ.
(რუსეთიდან ზეთის იმპორტი,
ზეთის ჯამური იმპორტის 75%-ია).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss