ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
ლაიფციგში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
26 ივლისი, 2022, 12:12
ლაიფციგში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

თბილისი (GBC) -  GBDC-ის ორგანიზებით, ქალაქ ლაიფციგში გამართულ დეგუსტაციაზე, ქართული ღვინის მწარმოებელმა 36 კომპანიამ 100-ზე მეტი სხვადასხვა ღვინო წარადგინა.  
ქართული ღვინის დეგუსტაციის ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ლაიფციგის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ლაიფციგის ქართული დიასპორის, ღვინის მაღაზიების,  რესტორნების  და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ღვინის ტრეიდერები და მარკეტოლოგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო კომპანიების ქართული ღვინო.
პრეზენტაციებს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ხელმძღვანელი სერგო ბარამიძე და ქართველი მეღვინეები უძღვებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ მასტერკლასის საშუალებით, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ქართული ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვას. მასტერკლასი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გამართა.
 შეხვედრები და დეგუსტაციები გერმანიის  სხვა ქალაქებშიც  ჩატარადა ( ჰამბურგი, ბერლინი, გეიზენჰაიმი, ფრანკფურტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები