ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს
27 ივლისი, 2022, 13:10
TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს

თბილისი (GBC) – TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრე, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, შესაძლოა გაორმაგდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიხ დონმეზმა TRT Haber–თან ინტერვიუში განაცხადა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას, რომელიც აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა გააფორმეს ევროპაში მეტი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მინისტრმა თქვა: „TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს. ყოველწლიური მოცულობა 16 მილიარდიდან 31–32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება“.

მისივე თქმით, ამისათვის ინვესტიციები იქნება საჭირო, რადგან გასაზრდელია მილსადენის გამტარუნარიანობა.

ფატიხ დონმეზმა დაადასტურა თურქეთის პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა. „ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ თურქული ნაკადისა და TANAP-ის პროექტებში. ჩვენ წვლილი მიგვიძღვის როგორც თურქეთის, ისე ევროპელი მეზობლების ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ აქაც ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები