ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EBRD $104 მლნ–ს ჩადებს შუა სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში
27 ივლისი, 2022, 14:57
EBRD $104 მლნ–ს ჩადებს შუა სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში

თბილისი (GBC) –ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)  ყაზახური კომპანია „Kazakhstan Temir Joly“–ს ობლიგაციების გამოშვებაში $104 მლნ–ს ჩადებს ოპერატორის ფინანსური მდგრადობისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მოდერნიზაციისთვის, რომელიც ალტერნატიული სარკინიგზო სატვირთო მარშრუტია აზიასა და ევროპას შორის.

მიღებულ დაფინანსებას კომპანია შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას მოახმარს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს ევროპასა და აზიას, ნათქვამია EBRD–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ტვირთბრუნვის 95% ჩრდილოეთის დერეფანზე მოდიოდა, რომელიც ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე გადის. ვინაიდან საერთაშორისო გადამზიდავები სულ უფრო აქტიურად ეძებენ რუსეთის ალტერნატიულ გზებს, შუა დერეფანზე მოთხოვნა, რომელიც ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს აერთიანებს, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი განვითარება პირველი რიგის ამოცანაა რეგიონული ვაჭრობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

ტვირთების მიწოდების ალტერნატიული გზების გამონახვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ამის გამო დასავლეთმა მას სანქციები დაუწესა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები