ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ს Bmatch-ტრანზაქციების მყისიერი გასაჯაროება მოთხოვეს
27 ივლისი, 2022, 14:38
სებ-ს Bmatch-ტრანზაქციების მყისიერი გასაჯაროება მოთხოვეს

თბილისი (GBC) -  ბლუმბერგის Bmatch  პლატფორმაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ივლისში $100 მლნ-მდე შეისყიდა (წმინდა).


სავალუტო აუქციონების მსგავსად, სებ-ის სხვა ტრანზაქციების (მათ შორის Bmatch-ზე) ოპერატიულად გასაჯაროება მოითხოვა რომან გოცირიძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ოთხშაბათის სხდომაზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტმა წლიური ანგარიში წარადგინა.


გოცირიძეს მიაჩნია, რომ არათუ დეპუტატი, არამედ, საზოგადოების თითოეული წევრი უნდა იყოს სებ-ის ტრანზაქციების საქმის კურსში.


ამასთან, სებ-ის ექს–პრეზიდენტმა და მოქმედმა დეპუტატმა კობა გვენეტაძეს მონეტარული პოლიტიკა მოუწონა. გოცირიძეს მიაჩნია, რომ რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა თვლის, რომ  სებ-მა  ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე  ინფორმაცია საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში უნდა  ჩააბაროს.

ივნის-ივლისში სებ-ს სავალუტო აუქციონი არ გაუმართავს, Bmatch-ზე  $100 მლნ-ზე მეტი შეისყიდა და ამ არხით სისტემას 330 მლნ ლარამდე ლიკვიდობა მიაწოდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები