ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაზრების და ბაზრობების რაოდენობა 7 ერთეულით შემცირდა
28 ივლისი, 2022, 11:16
ბაზრების და ბაზრობების რაოდენობა 7 ერთეულით შემცირდა

თბილისი (GBC) -  2021 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30.9%  თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.1% - იმერეთის, 12.9 % - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9 % - კახეთის, 7.2 % - ქვემო ქართლის, 5.7%- აჭარის, 4.6% - შიდა ქართლის, 2.6% - სამცხე-ჯავახეთის, 2.6% - მცხეთა-მთიანეთის, 1.5% - გურიის და 1.% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.    

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობას და მათ პროცენტულ განაწილებას საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2020-2021 წლებში:


2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6% - სახელმწიფო საკუთრებაში.

2021 წელს მოქმედ ბაზრებსა და ბაზრობებში სავაჭრო ადგილებს და მოვაჭრეთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით ასახავს შემდეგი დიაგრამა:


2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 33.5% ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 47.6% ქალაქ თბილისზე მოდის. 2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 147.3 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 16.2 მლნ. ლარი (11.0 %) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავლებია, 125.2 მლნ ლარი (85.0%) - სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 5.9 მლნ ლარი (4.0%) მიეკუთვნება სხვა სახის შემოსავლებს. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 92.8 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27.4 მლნ. ლარია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები