| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაისს შეხვდა. მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა. განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება, დარგობრივ ჭრილში: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი.
შეხვედრაზე აღინიშნა თურქეთის პირველობა სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2021 წელს თურქეთი პირველ ადგილზე იყო საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, ზრდამ კი 35% შეადგინა. ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ექსპორტი – 69%–იანი მატებით. ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წლის 6 თვეში, სადაც ექსპორტის ზრდამ 54 პროცენტი შეადგინა.
მხარეებმა ისაუბრეს ცვლილებებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში (თვშ), რაზეც მოლაპარაკებები დასრულების სტადიაზეა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში და მოიცავს არაერთი სექტორს. 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, თურქეთი მესამე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. თურქული ინვესტიციები, ძირითადად, ხორციელდება უძრავ ქონებაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, წარმოებაში, მათ შორის, მსუბუქ მრეწველობაში, სასტუმრო ბიზნესში და სხვ. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss