ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფოს კომაროვის სკოლის რემონტი 2.5 მლნ დაუჯდება
1 აგვისტო, 2022, 16:37
სახელმწიფოს კომაროვის სკოლის რემონტი 2.5 მლნ დაუჯდება

თბილისი (GBC) - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რომელიც თბილისის ფიზიკა–მათემატიკის #199 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებს ითვალისწინებს, ერთადერთი კანდიდატი კომპანია ,,ელ ჯორჯიაა’’.

ტენდერი გულისხმობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის (დიდი დიღმის ფილიალი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.

კერძოდ, 2.5 მლნ ლარად კომპანიამ უნდა შეასრულოს: მობათქაშება, არებისა და ფანჯრების და მათთან დაკავშირებული კომპონენტების მონტაჟ,იატაკისა და კედლის საფარის დაგება, ფასადების მოწყობა.

ტენდერის პირობების მიხედვით, კანდიდატი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან.

ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, კომპანია „ელ ჯორჯიას“ 71 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 16-ში გაიმარჯვა. მოგებული ტენდერებიდან კონტრაქტების საერთო ღირებულება 40 მლნ ლარზე მეტია.

 კომპანიის 100% წილის მფლობელი ტარიელ გიორგაძეა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები