ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საუდიტებთან ბაიდენის ვიზიტმა ნავთობის ფასები დასცა
2 აგვისტო, 2022, 10:00
საუდიტებთან ბაიდენის ვიზიტმა ნავთობის ფასები დასცა

თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობის ფასები სამშაბათსაც მინუსშია და თბილისის დროით 9:45 საათისთვის Brent 1,18%-ს, ხოლო WTI თითქმის 1%–ს კარგავს. შესაბამისად, ბარელი Brent ამ დროისთვის $98,98, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობი $93,06 ღირს.

ნავთობის ფასების ასეთ მკვეთრ ცვლილებას ამერიკული დიპლომატიის ახლოაღმოსავლურ გასტროლებს უკავშირებენ ანალიტიკოსები, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერ–რიადში სტუმრობით დასრულდა.

ბაიდენის ვიზიტისთანავე ერ–რიადმა მკვეთრად გაზარდა ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. დამატებითი ბარელების მიწოდება ბაზრისთვის სწორედ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა სთხოვეს სამეფოს წარმოქმნილი ენერგოკრიზისის განეიტრალებისა და რუსული რესურსების ჩანაცვლების მიზნით.

Bloomberg-ის დაანგარიშებით, საუდიტები ივლისში დღეში საშუალოდ 7,5 მლნ ბარელი გაყიდეს, რაც ივნისის ანალოგიურ მაჩვენებლებს 14%–ით აღემატება და ისტორიულ რეკორდს უახლოვდება. ამაზე მეტი ნავთობი საუდის არაბეთმა მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულზე გაიტანა მსოფლიო ბაზარზე.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები