| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -
EastFruit–ის ანალიტიკოსებმა საქართველოში ფერმერული ფასების ოფიციალურ მონაცემებს
გადახედეს. სამომხმარებლო პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა, იგივე ინფლაცია,
ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის საკვანძო პრობლემად რჩება. თავად ფერმერებიც მომხმარებლები
არიან და მათზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში ფასების ზრდა.
2014–2021 წლების პერიოდში საქართველოში ფასები 40%–ით გაიზარდა.
2021 წლის ფასები საშუალოდ 24%–ით აღემატება 2014–2020 წლების საშუალო ფასებს.
ამავე დროს, ფერმერულ პროდუქციაზე ნომინალური ფასებიც გაზრდილია.
ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოებული 13 დასახელების აგროპროდუქციიდან,
რომელთა მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს, 11 ნომინალურ გამოსახულებაში 2021 წლისთვის
ფასების ზრდას აჩვენებს 2014–2020 წლების პერიოდთან შედარებით. ასეთ შედარებაში ნომინალური
ფასების ზრდამ ფერმერულ პროდუქციაზე 37% შეადგინა. ფერმერები ფულს იხდიან და ეს თანხა
მათთვის მნიშვნელოვანია და ხშირად არც უყურებენ, თუ რა მოცულობის პროდუქტისა და მომსახურების
ყიდვა შეუძლიათ მათ საკუთარი პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული ფულით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss