ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კახა კალაძე: იპოდრომზე ინფრასტრუქტურულ პროექტს ივანიშვილი დააფინანსებს
2 აგვისტო, 2022, 12:43
კახა კალაძე: იპოდრომზე ინფრასტრუქტურულ პროექტს ივანიშვილი დააფინანსებს

თბილისი (GBC) – თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სამშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ იპოდრომის პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით ხორციელდება. ამის გამო ქალაქის მთავრობის მეთაური ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც იპოდრომის ტერიტორია მანამდე თბილისს უსასყიდლოდ გადასცა, მადლობას უხდის.

 

მერის თქმით, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იპოდრომის სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემით არ შემოიფარგლა და სამუშაოებს, რაც ჩასატარებელი იქნება, საკუთარ თავზე იღებს.

 

„მე არა ერთხელ მისაუბრია იპოდრომის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის მწვანე სივრცე დედაქალაქში პარკის სახით არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება, ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი და თქვენ იცით, რომ მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების შედეგად გადმოეცა საჩუქრად და აქ მოეწყობა ძალიან მაგარი ცენტრალური პარკი, რეკრეაციული სივრცე, რომელიც, ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის.

 

მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რადგან ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ბევრმა ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს - საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა მხოლოდ ამ სივრცის მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი: გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაცია - მთლიანად ყველა ხარჯს, რაც კი საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე, ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არც ერთი თეთრი, პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება პროექტში შესულ ცვლილებებს, თბილისის მერის განმარტებით, 440ის ნაცვლად პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

 

„პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღი და ბოტანიკური ბაღი, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, - განმარტა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები