| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა
ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქარდავამ GBC-ს უთხრა, რომ დარგი საექსპორტო ბაზრების
დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს და გეგმებში ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებია. მისი
თქმით, ეს ბაზრები ახალი იქნება არა მხოლოდ თავისი მოცულობით, არამედ სპეციფიკითაც,
ვინაიდან ჩინეთში მხოლოდ გაუტეხავი თხილი უნდა გავიდეს.
ლევან ქარდავამ ასევე აღნიშნა, რომ წელს უხვი ნალექის გამო შარშანდელთან
შედარებით თხილის უფრო დაბალი ხარისხის მოსავლის მოლოდინია. თუმცა რაოდენობრივად პროგნოზი
არ გაუარესებულა.
მისივე თქმით, სექტორისთვის ისევ დიდ გამოწვევად რჩება ფაროსანა.
ივნისის მზარდ ექსპორტს ასოციაციაში მორჩენილ მარაგს უკავშირებენ
და განმარტავენ, რომ ექსპორტში დიდ სხვაობას არ ელიან.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ივნისში საქართველოდან სულ
$5.6 მლნ-ის 1.2 ათასი ტონა თხილი გავიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 195%-ით მეტია
წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021 წლის ივნისი: $1.9 მლნ-ის,9ს
310ტ).
ივნისში ტოპ 3 საექსპორტო პარტნიორი ასეთია:
1. გერმანია - $1.3 მლნ-ის 263 ტ.
2. იტალია - $1.1 მლნ-ის 227 ტ.
3. სომხეთი - $0.7 მლნ-ის 188 ტ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss