| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – „საერთაშორისო გამჭვირვალობა
– საქართველო“ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამიკოდებულების პრობლემატიკას თავის
ვრცელ კვლევაში აღწერს, რომელიც ოთხშაბათს, 3 აგვისტოს გამოაქვეყნა.
კვლევის
ერთ–ერთი პუნქტი საქართველო–რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებს და ამ მიმართულებით გამოკვეთილ
ტენდენციებს შეეხება. კერძოდ, იანვარ-ივნისში,
ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
იმპორტი კი - 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ასეთი ზრდის მიუხედავად,
რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.8%-დან 11.4%-მდე შემცირდა.
ამის მიზეზი საქართველოს საგარეო ვაჭრობის სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად
ზრდაა. თუმცა, ცალკე აღებული რუსეთიდან იმპორტის წილი ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც
ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.
არასამთავრობო
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა, 2022 წლის
იანვარ-ივნისში რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 86 მლნ
აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ღვინო 58 მლნ აშშ დოლარით, უალკოჰოლო სასმელები 31 მლნ
აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები 14 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს,
პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 184 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ბუნებრივი
აირი 40 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი 30 მლნ აშშ დოლარით, ხორბლის ფქვილი
29 მლნ აშშ დოლარით და მარგარინი 26 მლნ აშშ დოლარით.
ტრადიციულად,
რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2021 წელს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 55% (131 მლნ აშშ დოლარის) რუსეთში გავიდა.
2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს
ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო. მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-ივნისში რუსეთში ღვინის
ექსპორტი 3%-ით შემცირდა, ჯამური ექსპორტის მეტად შემცირების გამო (4.2%-ით), საბოლოოდ
რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში გაიზარდა. ჯამური ღვინის ექსპორტის შემცირება დიდწილად
მარტიდან უკრაინის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შეწყვეტამ განაპირობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss