ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წყალტუბოს სანატორიუმებით დაინტერესება დაბალია
3 აგვისტო, 2022, 16:58
წყალტუბოს სანატორიუმებით დაინტერესება დაბალია

თბილისი (GBC) - მთავრობის მიერ გასაყიდად გამოტანილ წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან, დღემდე მხოლოდ ორით დაინტერესდნენ.

ესენია 76.6 ათას კვ/მ -ზე განთავსებული სანატორიუმი „მედეა“, რომლის მიმდინარე ფასი 5.8 მლნ ლარია და 28.4 ათას კვ/მ–ზე განთავსებული სანატორიუმი „თბილისი“, რომლის მიმდინარე ფასი 3.2 მლნ ლარია.

 

შეგახსენებთ, მთავრობამ აღნიშნული სანატორიუმები 6 ივლისს გამოიტანა. აუქციონი კი ხუთშაბათს, 4 აგვისტოს მთავრდება.

 

წყალტუბოს მერის გენადი ბალანჩივაძის აზრით, 1 თვე არ არის საკმარის აღნიშნული ქონების პრივატიზებისთვის. მერის განცხადებით ინტერესი დიდია და უახლოეს მომავალში ყველა სანატორიუმი გაიყიდება.

მერის განცხადებით, დღეის მდგომარეობით  სანატორიუმებში 140 ოჯახია დარჩენილი სხვადასხვა მიზეზების გამო. მერისავე განცხადებით აღნიშნული ოჯახები ბინებით ქუთაისში  დაკმაყოფილდებიან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები