ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტი ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესმენებთან განიხილა
3 აგვისტო, 2022, 17:44
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტი ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესმენებთან განიხილა

თბილისი (GBC) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ  „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 40-მდე მსხვილი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.

 

ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და  მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს კურორტის აღდგენა და ახალი სიცოცხლის დაბრუნება. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის, ასევე მისი პოტენციალის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ და ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება მივიღეთ ბიზნესის მხრიდან “, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის შემდეგ. 

 

კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.

 

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

 

წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

 

მანამდე GBC წერდა, რომ მთავრობის მიერ გასაყიდად გამოტანილ წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან, 3 აგვისტოს მდგომარეობით მხოლოდ ორით დაინტერესდნენ.

ესენია 76.6 ათას კვ/მ -ზე განთავსებული სანატორიუმი „მედეა“, რომლის მიმდინარე ფასი 5.8 მლნ ლარია და 28.4 ათას კვ/მ–ზე განთავსებული სანატორიუმი „თბილისი“, რომლის მიმდინარე ფასი 3.2 მლნ ლარია. შეგახსენებთ, მთავრობამ აღნიშნული სანატორიუმები 6 ივლისს გამოიტანა. აუქციონი კი ხუთშაბათს, 4 აგვისტოს მთავრდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები