| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ივნის–ივლისში ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. საანალიზო პერიოდში წელს საქართველოდან 17 000 ტ პროდუქცია გავიდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 5 000 ტონით ჩამორჩება.
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი საქართველოდან ივნის–ივლისში. ათასი ტ.:
EastFruit–ის ანალიტიკოსების თქმით, საქართველოსთვის
ივნის–ივლისი ატმის ძირითადი საექსპორტო ფანჯარაა. როგორც წესი, ამ პერიოდზე წლიური
ექსპორტის 70% მოდის. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის მიმართულებით მოთხოვნა არ შემცირებულა.
რუსეთში ექსპორტი გასულ წელთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამაგიეროდ, სომხეთში
შემცირდა ქართულ ატამსა და ვაშლატამაზე მოთხოვნა. ამ პროდუქციის სომხეთში ექსპორტი
საშუალოდ 5–ჯერ შემცირდა. 2021 წელს ამ პროდუქციის მთელი ექსპორტის 25% სომხეთზე მოდიოდა.
შესაბამისად, სომხეთში მოთხოვნის შემცირება საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდა ექსპორტის შემცირებაში.
ნიშანდობლივია, რომ ივლისში ატმის საექსპორტო ფასი ატამზე
საშუალოდ $0,2–ით გაიზარდა კილოგრამზე. თუმცა, ფერმერებს ეს არ შეხებია და უფრო ნაკლებს
უხდიან, ვიდრე 2021 წელს. კერძოდ, გასულ კვირაში ფერმერებს კილოგრამ ატამში $0,43–ს
უხდიდნენ, რაც $0,2–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss