ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ისრაელური Mivtach Shamir საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
4 აგვისტო, 2022, 13:49
ისრაელური Mivtach Shamir საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

თბილისი (GBC) - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირთან ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით.

 

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.

 

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რიცხვსა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს.

 

Mivtach Shamir ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან - კომპანია Mivtach Shamir-ის პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში დორონ გრუპერი და ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ექსპერტი შლომო გიგი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები