ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვიზები, უძრავი ქონება და ბინადრობა, ბიზნესის რეგისტრაცია - „ლელოს" 3–პუნქტიანი ინიციატივა
4 აგვისტო, 2022, 15:56
ვიზები, უძრავი ქონება და ბინადრობა, ბიზნესის რეგისტრაცია - „ლელოს 3–პუნქტიანი ინიციატივა

თბილისი (GBC) - „ლელო“ 3–პუნქტიანი ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს - ვიზები, უძრავი ქონება და ბინადრობა, ბიზნესის რეგისტრაცია. ამის შესახებ „ლელო“–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ქვეყანაში სიტუაცია ბევრად რთულად არის ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სასწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები რათა სახელმწიფომ დაიწყოს კონტროლი საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე, განსაკუთრებით კი ოკუპანტი ქვეყნიდან. „ლელოს" გამოდის ინიციატივით: 1. ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი (რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ); 2. შეიზღუდოს, ასევე მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ); 3. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო აგრესიას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ)“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლელოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო ჯგუფმა დღეს, ხუთშაბათს, უკვე მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სადეპუტატო კითხვებით, რათა მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროება და საზოგადოებას ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები