| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში,
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში
მგზავრთნაკადი 11%-ით გაიზარდა. საანალიზო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
93 919 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის ივლისი 84 728 მგზავრი).
ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
ივლისში, აეროპორტში რეისები 24%-ით გაიზარდა და 330 ერთეული შეადგინა (2019 წლის ივლისი - 267 რეისი).
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვე არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. ერთ თვეში 330 რეისისა და 93,919 მგზავრის მომსახურება ჩვენი აეროპორტისთვის ერთდროულად სასიხარულოც იყო და საპასუხისმგებლოც. მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. იცით, რომ Wizz Air--მა ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით. ასევე, მეორე ხომალდმა საშუალება მისცა ავიაკომპანიას არსებულ მიმართულებებზე ფრენი სიხშირეები გაეზარდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან
ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და
ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე
სიხშირეები გაზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss