ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინერალური წყლების ექსპორტი 75,5%–ით დავარდა
5 აგვისტო, 2022, 17:14
მინერალური წყლების ექსპორტი 75,5%–ით დავარდა

თბილისი (GBC) - მაის-ივნისის მონაცემებით, საქართველოდან $6.3 მლნ-ის 12.4 მლნ ლიტრი მინერალური და გაზიანი წყლებია ექსპორტირებული, რაც ფულად გამოსახულებაში 75.5%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 მაის-ივნისი: $24.5 მლნ-ის 45 მლნ ლ).

საანგარიშო პერიოდში,მინერალური წყლები ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გავიდა. რუსეთში მაის-ივნისში $2.5 მლნ-ის 4.9 მლნ ლიტრი მინერალური წყლები ექსპორტირდა, რაც ექსპორტის 41%-ია. თუმცა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით  კლება 77%-ია (2021 მაის-ივნისი: $11 მლნ-ს 19.2 მლნ ლ).

მეორე ადგილზეა უკრაინა $0.7 მლნ-ის 1.4 მლნ ლ. როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში ექსპორტის დიდი კლებაა. საანგარიშო პერიოდში 81.2%-იანი კლება დაფიქსირდა (2021მაის-ივნის: $3.3 მლნ-ს 8.2 მლნ ლ).

მესამე ადგილზეა ლიეტუვა, სადაც ასევე $0.6 მლნ-ს 1.3 მლნ ლ გავიდა. ლიეტუვას წლიდან წლამდე 83.4% კლება აქვს (2021 მაის-ივნისი: $3.7 მლნ-ის 5.6 მლნ ლ).

მინერალური წყლების ექსპორტის ასეთი კლება, შესაძლოა უკავშირდებოდეს აპრილში ბორჯომის ქარხნის გაჩერებას.

მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ ივნისში ბორჯომის აქციების 7.7% უსასყიდლოდ მიიღო, IDS ბორჯომმა განაახლა მუშაობა. მანამდე კი კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ფლობდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები