ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფავორიტი სტილი 4 მილიონიან სახელმწიფო ტენდერს იგებს
8 აგვისტო, 2022, 14:38
ფავორიტი სტილი 4 მილიონიან სახელმწიფო ტენდერს იგებს

თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 4 მილიონ ლარიან ტენდერს შპს ,,ფავორიტი სტილი’’ იგებს. ტენდერი მოიცავს გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვას.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით წინადადებების მიღება 28 ივლისს დაიწყო. მონაწილეებს პირობების შესათავაზებელი ვადა 12 საათი და 28 წუთი ქონდათ.

 ტენდერი 29 ივლისს 12 საათსა და 30 წუთზე დასრულდა და გამარჯვება ერთადერთმა კანდიდატმა შპს ,, ფავორიტი სტილმა’’ მოიპოვა.

ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კონკრეტულ ლოკაციაზე თბილისში. წიგნებისა და რვეულების ერთი ნაწილის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს 2022 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო მეორე ნაწილის 10 ოქტომბრამდე.

 

 მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების პოლიგრაფიული პროდუქციის მიწოდების გამოცდილება.

 

 შპს ..ფავორიტი სტილი’’ დაარსებულია 2010 წელს. კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:

შპს პრინტ ჰაუს ინვესტმენტი, 50%.

შპს პალიტრა ჰოლდინგი, 38%.

ირაკლი თევდორაშვილი, 12%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები