ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად
10 აგვისტო, 2022, 15:13
აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

თბილისი (GBC) - თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს იმისთვის, რომ მომხმარებლებს ცხოვრება გაუმარტივოს და კიდევ უფრო მეტი სიახლე შესთავაზოს მათ.

სულ რამდენიმე დღეა ციფრულ ბანკს რეფინანსირების ფუნქციონალი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია  თიბისიში ან თუნდაც სხვა ბანკში არსებული სესხები გააერთიანოს, გადაფაროს და ისარგებლოს გაზრდილი ლიმიტით. ასევე, ციფრულ ბანკში სესხის აღებისას მიიღოს სპეციალური ფასდაკლება სამომხმარებლო სესხზე.

იმისთვის, რომ ყოველდღიურობა უფრო მარტივი იყოს, თიბისის ციფრულ ბანკში მუდმივად ემატება და ვითარდება ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალებ, როგორიცაა : გადარიცხვები, კომუნალურები, მარტივი ინტერფეისი მოქნილი პერსონალიზაციისთვის და კიდევ მრავალი სხვა.

გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

·         მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით გადარიცხვა

ციფრულ ბანკში მომხმარებელს სხვადასხვა გზით შეუძლია თანხის მარტივად გადარიცხვა. თანხა მარტივად შენით შეგიძლია გადარიცხო მობილურის ნომრით, რომელიც შეგიძლია პირდაპირ კონტაქტებიდან აირჩიო. აქვე მზა შაბლონებიც, პირადი ნომრით გადარიცხვა, საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა და .. ნახეთ ვიდეო ციფრულ ბანკში გადარიცხვების შესახებ: ციფრული ბანკი.

·         IBAN სკანერით გადარიცხვა

სულ ახლახან ციფრულ ბანკში დაემატა ინოვაციური ფუნქციონალი - IBAN სკანერით თანხის გადარიცხვა, რაც გულისხმობს, რომ შეგიძლია ატვირთო ანგარიშის ნომრის ფოტო ან დაანათო სკანერი და აღარ მოგიწევს ანგარიშის ნომრის ამოწერა ან დაკოპირება.

·         კომუნალურების გადახდა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციონალი კომუნალურების გადახდა. შეგიძლია მარტივად, შენით, შექმნა კომუნალური გადახდის შაბლონები, დააჯგუფო და სულ რამდენიმე წამში გადარიცხო სჭირო თანხა.

·         პერსონალიზაცია

ციფრული ბანკი მომხმარებელს პერსონალიზაციის გამარტივებულ ფუნქციონალებსაც სთავაზობს. იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებ ინტერფეისს, შეგიძლია აარჩიო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მუქი ან ღია დიზაინი, ავატარის შეცვლა და სასურველი ფოტოს დაყენება.

 

ასევე, ციფრულ ბანკს დაემატა აპის ლოგოს ფერები და ყველა მომხმარებელი თავისი გემოვნების მიხედვით არჩევს ფერს.

·         ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა პირდაპის აპლიკაციიდან

თუ ბარათი დაკარგე ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მისი დაბლოკვა დაგჭირდა, ციფრულ ბანკში ამასაც მარტივად შეძლებ. განბლოკვაც ნებისმიერ დროს, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია.

·         პინ კოდის განახლება

პინ კოდის დავიწყების შემთხვევაში მის შეცვლასაც აქვე შეძლებ. გახსენი ციფრული ბანკის აპი და აირჩიე შენი ანგარიში, დააჭირე პინ კოდის განახლებას და ახალს სმს-ით მიიღებ.

·         ბარათის განახლება

თუ შენი ბარათის მოქმედების ვადა იწურება და მისი განახლება სწრაფად გჭირდება, თიბისის ციფრულ ბანკში ბარათის განახლების ფუნქციონალით, მარტივად ისარგებლებ. სურვილის შემთხვევაში, ბარათისთვის სახელის შეცვლაც აქვე, რამდენიმე წამში შეგიძლია.

თიბისის გუნდი ყოველდღიურად მუშაობ იმისთვის, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და მარტივი ფუნქციონალები შეთავაზო და მოვერგოთ მათ საჭიროებებს, რადგან აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია და შეგიძლია შენით გაიმარტივო ცხოვრება თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები