| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) – ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფისა და თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები
8–12 აგვისტოს კვირაში მნიშვნელოვნად – 5,26% და 8,27%–ით გაძვირდა, შესაბამისად. Georgia
Capital-ის აქციების ფასი კი საანალიზო პერიოდში 1,79%–იან მინუსში გავიდა. ამის შესახებ
გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები 18.00 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP) დაიხურა, +5.26% წინა კვირასთან შედარებით და +28.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 273 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.52 - 18.14 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.50 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +8.27% წინა კვირასთან შედარებით და +36.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 161 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.78 - 16.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.60 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.79% წინა კვირასთან შედარებით და +12.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.46 - 6.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 27 ათასი აქცია შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss