| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – სებ–ის
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა
ივლისში $476,1 მლნ შეადგინა, რაც $80,7 მლნ–ით აჭარბებს პანდემიამდელი 2019 წლის ივლისის
ანალოგიურ მაჩვენებელს ($395,4 მლნ). გასული 2021 წლის ივლისის მაჩვენებელს
($205.3 მლნ) ვიზიტორებიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელს 2,3–ჯერ გადააჭარბა.
სებ–ის მონაცემებით,
საანალიზო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულმა ვიზიტორებმა საქართველოში
$43,6 მლნ დახარჯეს, რაც $18,8 მლნ–ით ნაკლებია პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ($62,4 მლნ).
დანარჩენი ქვეყნებიდან
შემოსული ვიზიტორების ხარჯებმა ივლისში $87,6 მლნ შეადგინა, რაც $24,7 მლნ–ით მეტია
2019 წლის ივლისის მაჩვენებელზე ($62.9 მლნ).
საქსტატის მონაცემებით,
II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების
1 მლნ შემოსვლა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 %, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
2022 წლის II კვარტალში
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან,
რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი
14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების
ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის
(158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss