ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს
15 აგვისტო, 2022, 15:21
მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირება წლევანდელ სეზონზეც განხორციელდება და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს  მევენახეებს.

 

„პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და ჩვენ წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს ველოდებით წელს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. სწორედ ამ ყველა გამოწვევის და ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება, დაახლოებით, 150 მლნ ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და მიჩნეულია, დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედ ამიტომ  სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის. ასე რომ, ამის თაობაზე ბატონი ოთარი  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, ჩვენს მოსახლეობას და უნდა იყოს მაქსიმალურად იდეალურად ჩატარებული წლევანდელი რთველი 2022", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები