| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, მთავრობამ გასაყიდად წინა აუქციონიდან დარჩენილი 12 ობიექტი ხელახლა გამოიტანა. აუქციონი 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. აუქიონზე ხელმეორედ გამოტანილი ობიექტების ფასი არ შეცვლილა.
მანამდე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან მხოლოდ
2 გაიყიდა. ესენია
სასტუმრო ,,მედეა’’
და სასტუმრო
,,თბილისი’’. გაყიდული
ობიექტების ჯამურმა
ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა.
სანატორიუმი „თბილისი“
შპს „აკამ“
შეიძინა, ხოლო
სანატორიუმი „მედეა“
- შპს „ასი გრუფ
ჰოთელს ჯორჯიამ“.
გასაყიდი 12 ობიექტიდან ტოპ5 საწყისი ფასების
მოცულობის მიხედვით:
1. სანატორიუმი ,,უშიშროება’’
მიმდინარე ფასი 8.5 მლნ ლარი.
მიწის ფართობი 250 768 კვ.მ.
2. სანატორიუმი ,,მეგობრობა’’
მიმდინარე ფასი 5.2 მლნ ლარი.
მიწის ფართობი 104 176 კმ.მ
3. სანატორიუმი „იმერეთი“
მიმდინარე ფასი 3.1 მლნ ლარი
მიწის ფართობი 41 150 კვ.მ.
4 სანატორიუმი ,,რკინიგზელი’’.
მიმდინარე ფასი 3.1 მლნ ლარი
მიწის ფართობი 33 000 კვ.მ.
5. სანატორიუმი ,,აია’’
მიმდინარე ფასი 2.8 მლნ ლარი
მიწის ფართი 34342 კვ.მ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss