| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- II კვარტალის ბოლოსათვის
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის სულადობა
წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით
1.8%-ით შემცირდა და
1 მილიონი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა
და ფურკამეჩის
ჯამური რაოდენობა
470.9 ათასი სულით განისაზღვრა,
რაც წინა
წლის შესაბამის
მაჩვენებელს 2%-ით
აღემატება.
ცხვრისა და თხის
ჯამური რაოდენობა
წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
23.0 პროცენტით შემცირდა და
954.6 ათასი სული შეადგინა.
ღორის
რაოდენობა 194.8 ათასი სულით
განისაზღვრა, რაც
5.9%-ით ნაკლებია წინა
წლის შესაბამის
მაჩვენებელზე. ფრინველის
რაოდენობა წინა
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით
8.2%-ით შემცირდა და
11.1 მილიონი ფრთა შედგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობის, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2016-2022 წლების II კვარტალის ბოლოსათვის:
2022 წლის II კვარტალში
რძის წარმოებამ
200.0 მილიონი ლიტრი შეადგინა,
რაც წინა
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე 1%-ით მეტია.
ხორცის წარმოებამ
17.7 ათასი ტონა შეადგინა,
რაც 2021 წლის შესაბამის
პერიოდის მაჩვენებელზე
0.6%-ით ნაკლებია. საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში
წარმოებულია 167.7 მილიონი კვერცხი,
რაც წინა
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს 2.3%-ით აღემატება.
ქვემოთ მოცემულ
დიაგრამებზე წარმოდგენილია 2016-2022 წლების
II კვარტალში წარმოებული
მეცხოველეობის პროდუქტების
დინამიკა:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss