ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უკრაინის წილს ღვინის ექსპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაანაწილებენ - ზაზა დუგლაძე
16 აგვისტო, 2022, 16:31
უკრაინის წილს ღვინის ექსპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაანაწილებენ - ზაზა დუგლაძე

თბილისი (GBC) - ,,დუგლაძეების ღვინის კომპანიის’’ თანამფლობელი ზაზა დუგლაძე ამბობს, რომ მიუხედავად უკრაინის ბაზრის დაკეტვისა, ღვინის კომპანიები საექსპორტო პროდუქციას სხვა ქვეყნებზე გადაანაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წელიწადში ღვინის ექსპორტის მოცულობა ვიწრო დიაპაზონში მერყეობს, ზაზა დუგლაძე GBC-სთან საუბარში ამბობს, რომ რეკორდული მოსავალს ალტერნატიულ ბაზრებზე გაიტანენ. მაგალითად: აზიურ ბაზარზე, ამერიკასა და ბრიტანეთში.

დუგლაძის განცხადებით, 90 თეთრი ყურძნის მინიმალური ღირებულება იქნება. შესაძლოა ხარისხიანი რქაწითლის ფასი 1.1 ლარსაც კი ასცდეს.

2018 წლიდან 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდებში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 28.5 მლნ ლიტრიდან 34.1 მლნ ლიტრამდე მერყეობს.

2022 წელს საექსპორტო 1 ლიტრი  ქართული ღვინის ფასი საშუალოდ 2.9 დოლარია.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირება წლევანდელ სეზონზეც განხორციელდება და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

აღნიშნული სუბსიდიისთვის მთავრობა 150 მლნ ლარს გამოყოფს. წელს მთავრობა რეკორდულ 300 000 ტონა მოსავალს ელოდება. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში 1 კგ ყურძენზე სუბსიდიის მოცულობა 0,5 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები