ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გერმანული ბიზნესისთვის რუსეთი აზრს კარგავს – ინტერესი საქართველოზე, აზერბაიჯანზე და ყაზახეთზე გადადის
17 აგვისტო, 2022, 12:41
გერმანული ბიზნესისთვის რუსეთი აზრს კარგავს – ინტერესი საქართველოზე, აზერბაიჯანზე და ყაზახეთზე გადადის

თბილისი (GBC) – რუსეთი ჯერ კიდევ თამაშობს გარკვეულ როლს გერმანიის ენერგომომარაგებაში, მაგრამ გერმანული ფირმებისთვის როგორც საექსპორტო ბაზარი ელვისებურად კარგავს „ძველ დიდებას“. ამასთან, რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტის შეწყვეტით მიღებულ დანაკარგებს გერმანული კომპანიები პოლონეთის, ჩეხეთის და ევროკავშირის წევრი სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების აკომპენსირებენ. ამასთან, სწრაფად იზრდება ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესი. ხოლო უკრაინასთან ბიზნესი საკმაოდ შესუსტდა ომის გამო, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა გერმანიაში – წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან იმპორტი 342%–ით, ხოლო ყაზახეთიდან 92%–ით გაიზარდა. პირველ შემთხვევაში, აზერბაიჯანიდან ნავთობის იმპორტი გასული წლის 209 მლნ ევროდან წელს მხოლოდ 6 თვეში 922 მლნ ევრომდე გაიზარდა.

რაც შეეხება ყაზახეთს, თუ გასული წლის პირველ 6 თვეში გერმანიის ბაზარზე 1,65 მლრდ ევროს პროდუქცია გაიტანა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტმა 3,17 მლრდ ევროს მიაღწია. ამავე დროს, ყაზახმა იმპორტიორებმა 46%–ით 948 მლნ ევრომდე გაზარდეს გერმანული პროდუქციის შესყიდვები.

გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების როლი გერმანიისთვის მნიშვნელოვნად იზრდება და იმ დიდ პოტენციალზე მიანიშნებენ, რომლებიც ყაზახეთსა და უზბეკეთს გააჩნიათ.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან – არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და სომხეთთანაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონი მოგებული დარჩება იმის გამო, რომ გერმანული კომპანიები რუსეთის ალტერნატიული ბაზრების მოძიებისკენ მიისწრაფვიან“, – აცხადებენ გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები