ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები ივლისში შემცირდა
18 აგვისტო, 2022, 13:13
თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები ივლისში შემცირდა

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ივლისში თბილისის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები წინა თვესთან შედარებით 0.3%-იან კლებაშია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება 17.2%-ა.

საანალიზო პერიოდში ქირის ფასი 69.8%-ით არის გაზრდილი (Y.Y).

ახალი და ძველი აშენებული ბინების გაყიდვების დინამიკაში შენარჩუნდა წინა თვის ტენდენცია. მოთხოვნა გაუმჯობესდა ახალ ბინებზე (ნებართვით 2018+).

ივლისში 800 ახალი ბინა  გაიყიდა, რაც 53.6%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. ძველ აშენებულ ბინებზე 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა (Y.Y).

თბილისის უბნებში უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემდეგნაირია:

დიდუბე ერთადერთი რაიონია, სადაც ტრანზაქციების კლება დაფიქსირდა -11%.

ტოპ 3 რაიონი ტრანზაქციების ყველაზე დიდი წილით ასეთია:

ჩუღურეთი +82%; დიდი დიღომი +49%; კრწანისი +36%.

რაც შეეხება წილებს მთლიან გარიგებებში:

საბურთალოს რაიონი 18.4%; დიდი დიღომი 16.7%.

კრწანისი, ჩუღურეთი და მთაწმინდა ჯამში გარიგებების 9%-ს ფლობენ.

ყველაზე  მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა მთაწმინდაზე +25%, მეორეზეა დიდი დიღომი +19% და გლდანი ასევე +19%-ით.

იჯარის ფასები იგივე დარჩა, როგორც წინა თვეში. წინა წელთან შედარებით წლიური 50%-იანი ფასების ზრდით. ტოპ რაიონი კი ასეთია: დიდი დიღომი +13%, ისანი +12.3% და დიდუბე +12%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები